ფეხბურთელები, რომლებმაც კარიერის მიმდინარეობისას უნივერსიტეტი დაამთავრეს
არაერთ საფეხბურთო ვარსკვლავს მოთამაშის კარიერის მიმდინარეობისას უნივერსიტეტიც წარმატებით დაუსრულებია. ასეთი მაგალითი ბევრია, თუმცა ჩვენ მათგან გამორჩეულებს გთავაზობთ.
რობერტ ლევანდოვსკი
პოლონეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ვარშავის უნივერსიტეტში ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი 2017 წლის 9 ოქტომბერს დაასრულა. მან დისერტაცია საკუთარ კარიერაზე წარადგინა.
სოკრატესი
ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს “დოქტორ სოკრატესს” უწოდებდნენ, მან სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა.
ხუან მატა
მატამ მადრიდის ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მეცნიერებების ფაკულტეტი დაასრულა. ცნობილია, რომ ის მარკეტინგსაც სწავლობდა.
ანდრეს ინიესტა
ხუან მატას მსგავსად, ინიესტაც ფიზიკურ აღზრდასა და სპორტის მეცნიერებებს სწავლობდა.
ესტებან გრანერო
გრანერომ კამილო ხოსე სელას უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.
ალბარო არბელოა
არბელოა ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა საფეხბურთო კარიერის გამო სწავლა დროებით შეწყვიტა და განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მას მიუბრუნდებოდა. აღსანიშნავია, რომ არბელოამ კამილო ხოსე სელას უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა.
ედვინ კონგო
მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი ლიცენზირებული სტომატოლოგია.
ჯორჯო კიელინი
ჯორჯო კიელინიმ ტურინის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ის დოქტორის ხარისხს ფლობს.