მატეო დარმიანი: “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება მინდა”
მატეო დარმიანის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი “ოლდ ტრაფორდის” დატოვება მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო ვალენსიასა და დიოგო დალოტს ტრავმების გამო სეზონის სტარტის გამოტოვება ემუქრებათ.
“ვალენსიას ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. არ ვიცი რამდენ ხანს იუქმებს, მაგრამ ამ დროისთივის ის კაპიტანია, ძირითადის მოთამაშე,” – ციტირებს იტალიელი მცველის სიტყვებს ESPN.
“მინდა უფრო რეგულარულად ვთამაშობდე. გასულ სეზონში არც ისე ბევრი შანსი მეძლეოდა. სწორედ ამიტომ ვესაუბრე მწვრთნელსა და კლუბს ჩემს მომავალზე. მინდა “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წავიდე, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
სერია ა? რა თქმა უნდა, ამ ვარიანტსაც განვიხილავ,” – აცხადებს დარმიანი, რომელიც “ოცნებების თეატრს” 2015 წელს შეუერთდა “ტორინოდან”.