ნეიმარმა პოკერის ტურნირში მეექვსე ადგილი დაიკავა
ნეიმარმა, რომელსაც მთელი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას სიმულანტობაში დებდნენ ბრალს, თავისი ნიჭი სხვაგვარად გამოიყენა. ამ უკანასკნელმა ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოკერის ტურნირში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ კარგი შედეგიც დააფიქსირა.
ტურნირში მონაწილეობას პოკერის 288 პროფესიონალი მოთამაშე იღებდა. მონაწილეობის მისაღებად გადახდილი 1,877 ამერიკული დოლარი ნეიმარმა 21 308 დოლარად აქცია. ბრაზილიური ფეხბურთის იმედი ტურნირს ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, მსგავს ტურნირში მონაწილეობის შანსი რომ მომეცა. ამ ტურნირზე პირველად გამოვედი და ფინალში ძალიან კარგ მოთამაშეებთან ერთად მოვხვდი. ეს ჩემთვის დიდებული გაკვეთილი იყო,”- აცხადებს “პარი სენ-ჟერმენის” ლიდერმა.
აღსანიშნავია, რომ ნეიმართან ერთად ტურნირში მონაწილეობას მისი ხუთი მეგობარი იღებდა, თუმცა მეორე სათამაშო დღემდე მხოლოდ ნეიმარმა გასტანა.
ფინალური თამაში სამშაბათს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ნეიმარის გამო ღონისძიებამ ერთი დღით გადაიწია – ბრაზილიელი ფეხბურთელი მეგობრის ქორწილს ესწრებოდა.