ხორვატიის პრეზიდენტი:”სულაც არ ვნანობ, ქოლგის გარეშე რომ ვიყავი”
ხორვატიის ნაკრების პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ, რომელიც მუდამ მხურვალედ გულშემატკივრობდა თავის ნაკრებს. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი უახლესი ინტერვიუდან.
– ნანობთ ფინალში, დაჯილდოვების ცერემონიაზე ქოლგის გარეშე რომ იყავით?
– სულაც არა! სიმართლე გითხრათ, წვიმა მანამდე არ შემიმჩნევია, სანამ არ დასრულდა. ჩემი ვარცხნილობა და გარეგნობა საერთოდ არ მადარდებდა. იმ მომენტში მხოლოდ ფეხბურთელებზე და იმ ადამიანებზე ვფიქრობდი, რომლებიც ტელეეკრანებიდან გვგულშემატკივრობდნენ.
– დასანანი იყო ფინალში განცდილი მარცხი?
– რა თქმა უნდა, ამ ჩემპიონატმა შერეული გრძნობებით აღმავსო, ემოციების შტორმი იყო. ძალიან მშურდა ჩემი მეუღლის, რადგანაც არგენტინასთან გამართულ მატჩზე დასწრება შეძლო, მე კი გამოვტოვე.
შემდეგ პლეი-ოფის ყველა მატჩზე ვიყავი, ნახევარფინალის გარდა – ნატოს სამიტზე უნდა მივსულიყავი. ეს შეხვედრაც ფეხბურთის ზეგავლენის ქვეშ იყო, ერთად ვუყურეთ თამაშს და საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის დავპირდი, რომ მოსკოვში ვნახავდი.
მოსკოვში ყოფნისას მხოლოდ ის მინდოდა, რომ ჩვენს გუნდს გაემარჯვა, თუმცა ვაანალიზებდი, რომ ფინალში თამაში უდიდესი მიღწევა იყო. მწვრთნელმა, დალიჩმა ყველაფერი გააკეთა ბრწყინვალე მოთამაშეების გასაერთიანებლად, გუნდურობამ გაგვამარჯვებინა. სწორედ ამას ვისურვებდი ჩვენი ქვეყნისთვისაც.