რა შემთხვევაში დატოვებს მოდრიჩი “რეალს”? – ფლორენტინო პერესის კომენტარი
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ ლუკა მოდრიჩი კლუბს არ დატოვებს.
პერესის თქმით, იქამდე, სანამ რომელიმე კლუბი ხორვატი ნახევარმცველის გამოსასყიდ თანხას – 750 მილიონ ევროს არ გადაიხდის, ის კლუბში დარჩება.
“მოდრიჩი “რეალიდან” არ მიდის. სანამ ვინმე 750 მილიონზე ერთი ევროთი ნაკლებს მაინც გვთავაზობს, ის არ გაიყიდება”, – ციტირებს პერესის სიტყვებს “ასი”.