ოფიციალურად: “ბარსელონამ” ალეიშ ვიდალი გაყიდა
კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ალეიშ ვიდალი ამიერიდან “სევილიას” ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაცაის ორივე კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, ალეიშ ვიდალმა კატალონიური კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. ტრანსფერის ფასი 8,5 მილიონი ევროთი განისაზღვრება, რასაც, შესაძლოა, კიდევ 2 მილიონი დაემატოს ბონუსების სახით.
“დალაქებთან” გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას ვადა ოთხი წლის შემდეგ ეწურება. გეტყვით იმასაც, რომ ალეიშ ვიდალს ანდალუსიურ კლუბში 2014/15 წლების სეზონშიც უთამაშია.