ბუფონი: “მე, ბონუჩი და კიელინი შევთანხმდით – მბაპე რაღაც არაადამიანურია”
“პარი სენ-ჟერმენის” ახალწვეული ჯანლუიჯი ბუფონი აღიარებს, რომ ბოლო სამი წელია, რაც ფრანგული გრანდის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება. იტალიელმა თავის თანაგუნდელ კილიან მბაპეს “არაადამიანური” ძალების ქონაშიც დასდო ბრალი.
“ბოლო სამი წელია, რაც “პარი სენ-ჟერმენს” ვაკვირდები. ამ კლუბზე მარკო ვერატისა და სალვატორ სირიგუსთანაც ვსაუბრობდი. ძალიან მიკვირს, რატომ ვერ შეძლო ასეთმა ძლიერმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მოგება.
რა თქმა უნდა, ყველაფერს დრო სჭირდება. მაგრამ ასეთი გუნდითა და ძლიერი მწვრთნელით ეს დრო მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.
კილიან მბაპეზე საუბრისას მე, ბონუჩი და კიელინი შევთანხმდით, რომ ის რაღაც არაადამიანურია. ასე თუ გააგრძელებს, მას შეუძლია, ისეთივე დიდებული გახდეს, როგორებიც პელე, მარადონა, რონალდუ და მესი არიან,” – აცხადებს ლეგენდარული იტალიელი მეკარე.