“ტორპედოს” სლოვაკი ლეგიონერი: “ბათუმი მაიამის ჰგავს”
ქუთაისის “ტორპედოს” სლოვაკი ახალწვეული მილოშ ლაჩნი საზოგადოებას საქართველოს შესახებ შექმნილ შთაბეჭდილებებს უზიარებს.
“საქართველო ფუფუნებით და სიღარიბით არის მორთული. მე ძალიან მომწონს ეს ქვეყანა. აქ ფანტასტიური, ძალიან მეგობრული ხალხი ცხოვრობს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კარგი საცხოვრებელი ადგილის მოძებნა. აქ შემიძლია ფეხბურთზე კონცენტრირება.
რა თქმა უნდა, ოჯახი მენატრება, მაგრამ საქმეები კარგად მიდის. აქ კარგი ფრენებია. ზოგჯერ ისინი ჩამოვლენ, ზოგჯერ მე ჩავალ მათთან.
ქუთაისიდან ასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ქალაქი ბათუმი. ბათუმი მაიამის ჰგავს. მართლა ამერიკის მსგავსია. დიდი დრო დავყავით დედაქალაქ თბილისში. საქართველო მანამდე ნანახი არ მქონდა, თუმცა არ საქართველოს ვუნახივარ. ველოდები ახალ გამოწვევებს უეფას თასზე”, – დაწერა ლაჩნიმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის “ტორპედომ” მილოშ ლაჩნისთან 20 ივლისს ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 30 წლის თავდამსხმელმა ქუთათურთა რიგებში ორი მატჩი უკვე ჩაატარა და “ვიკინგურის” წინააღმდეგ გამართულ გასვლით შეხვედრაში ლამაზი გოლიც გაიტანა.