კახა ჩხეტიანი: “მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ”
ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “კუკესის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთა ისაუბრა.
ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის. გუნდში მშვენიერი, საბრძოლო განწყობაა და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ვნახეთ “კუკესის” თამაშები, შევიმუშავეთ შესაბამისი ტაქტიკა… ჩემი ფეხბურთელების დიდი იმედი მაქვს.
ერთი შეხედვით, “კუკესი” მებრძოლი გუნდია და თავისუფალ ზონებს იშვიათად თუ ტოვებს. ნახავდით, ალბათ, “ყარაბაღთანაც” როგორ ითამაშეს… ასეა თუ ისე, უნდა შევუტიოთ და მეტოქე ვაიძულოთ, სივრცეები გახსნას.
ოპტიმალური შემადგენლობით ვვარჯიშობთ, უდანაკლისოდ… გუნდს შემოუერთდა ლევან კუტალიაც, რომელიც ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარა ფარერებზე.
ცხადია, ჩვენთვის უფრო სასურველი და კომფორტული იქნებოდა ქუთაისში გვეთამაშა, მაგრამ იქ მოედნის საფარის შეცვლა იგეგმება და ამის გამო თამაში თბილისში გვიწევს. შესაძლოა, ქუთაისში მეტი გულშემატკივარი დასწრებოდა მატჩს, მაგრამ მხარდაჭერის იმედი თბილისშიც გვაქვს და ყველას ვთხოვ, მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. ვიცი, რომ ჩვენს საქომაგოდ ქუთაისიდანაც ბევრნი ჩამოვლენ… დასახულ მიზნამდე ერთად მივიდეთ!” – განაცხადა ჩხეტიანმა.
შეგახსენებთ, რომ “ტორპედოსა” და “კუკესის” შორის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.