ქუთაისის “ტორპედომ” “კუკესი” გაანადგურა
9 აგვისტოს, უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ქუთაიაის “ტორპედო” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანურ “კუკესის” დაუპირისპირდა. მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-2 წუთზე კუხიანიძემ გახსნა. მე-15 წუთზე კუხიანიძემ უკვე დუბლის შესრუელბა მოახერხა. 22-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა ერთამდე შეამცირეს – ქუთაისელთა კარში გოლი ჰარბამ გაიტანა. 28-ე წუთზე “ტორპედოს” ლეგიონერმა, მარინმა ანგარიში 3:1 გახადა. 31-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ შესანიშნავი გოლი გაიტანა და მისი გუნდის უპირატესობა სამბურთიანი გახადა.
მეორე ნახევარში ორი გოლი გავიდა. 86-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე კაპანაძემ რამდენიმე მეტოქე მოატყუა და გოლი გაიტანა. ორ წუთში კი მთავარმა არბიტრმა “კუკესის” სასარგებლოდ საეჭვო პენალტი დანიშნა, დარტყმა კი ზუსტად პლაკუმ შეასრულა. ამის შემდეგ შეხვედრაში არაფერი შეცვლილა – “ტორპედომ” “კუკესი” 5:2 დაამარცხა.
“ტორპედოსა” და “კუკესის” შორის განმეორებითი მატჩი 16 აგვისტოს ალბანეთში გაიმართება.