ოფიციალურად: პიკემ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები დატოვა
“ბარსელონასა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების უცვლელი წევრი ჟერარ პიკე ადასტურებს, რომ 31 წლის ასაკში სანაკრებო ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ჟერარ პიკეს “ფურია როხას” მაისურით 102 მატჩი აქვს ჩატარებული და ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი.
“ნაკრებთან ერთად დიდებული დრო გავატარე, მაგრამ ეს ამბის დასასრულია. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების დატოვება აზრს მოკლებული ნამდვილად არ არის,” – აცხადებს ჟერარ პიკე.