მოჰამედ სალაჰს პოლიციასთან პრობლემები შეექმნა
“ლივერპულის” ერთ-ერთი ლიდერი, მოჰამედ სალაჰი, შესაძლოა, ლივერპულის პოლიციამ დასაჯოს. ამის მიზეზი ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოა, რომელშიც ჩანს, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელი საჭესთან ყოფნის დროს მობილურ ტელეფონს იყენებს.
ფაქტის შესახებ მერსესაიდის პოლიციას მალევე აცნობეს, მათ კი სოციალურ ქსელ Twitter-ში განცხადება გააკეთეს: “ჩვენ გამოგვიგზავნეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ფეხბურთელი ავტომობილის მართვის დროს მობილურ ტელეფონს იყენებს. ვიდეო შესაბამის დეპარტამენდს გადაეცა. მადლობა, რომ ფაქტის შესახებ გვაცნობეთ.”
გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება “ლივერპულის” პრეს-სამსახურის წარმომადგენელმაც გააკეთა: “კლუბმა ფეხბურთელთან საუბრის შემდეგ მერსესაიდის პოლიციას გავრცელებული ვიდეო მიაწოდა. ჩვენ ფეხბურთელს ვესაუბრეთ და თანამშრომლობისათვის მზად ვართ. არც კლუბი და არც ფეხბურთელი ამ საკითხთან დაკავშირებით მეტ კომენტარს აღარ გააკეთებს.”
Liverpool striker Mo Salah has been referred to the police by his club after he was apparently filmed using a mobile phone at the wheel of his car. pic.twitter.com/dLxO0AiLfj
— BBC North West (@BBCNWT) August 13, 2018