მადრიდის “ატლეტიკომ” უეფას სუპერთასი მოიგო! (ვიდეო)
15 აგვისტოს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში უეფას სუპერთასის მატჩში გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ორი მადრიდული კლუბი – 2017/18 წლების სეზონის ევროპის ლიგის გამარჯვებული “ატლეტიკო” და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “რეალი” დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში 49-ე წამზე დიეგო კოშტამ გახნა. 29-ე წუთზე მას კარიმ ბენზემამ უპასუხა. 62-ე წუთზე “ატლეტიკოს” მცველმა, ხუანფრანმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც სერხიო რამოსმა ზუსტად შეასრულა. 79-ე წუთზე კოშტამ მეორე გოლის გატანაც მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და თამაში დამატებით ტაიმებში გაგრძელდა.
დამატებით ტაიმებში “ატლეტიკომ” მეტოქეს აჯობა. 98-ე საულმა შესანიშნავი გოლით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, 104-ე წუთზე კი კოკემ ანგარიში 4:2 გახადა. ამის შემდეგ თამაშში არაფერი შეცვლილა – მადრიდის “ატლეტიკო” უეფას სუპერთასს დაეუფლა!
“რეალი” 2:4 “ატლეტიკო”