“ტორპედოს” განცხადება: “ყველამ უარი განაცხადა ტრანსლაციის ყიდვაზე”
ქუთაისის “ტორპედოს” პრეს-სამსახურის ცნობით, “კუკესი”-“ტორპედოს” მატჩის ტრანსლაციის ყიდვაზე ყველა ქართულმა ტელეკომპანიამ უარი განაცხადა.
გთავაზობთ განცხადებას, რომელიც “ტორპედომ” სოციალურ ქსელში გაავრცელა:
“როგორც მოგეხსენებათ, მატჩის ტრანსლაციის უფლებებს მხოლოდ მასპინძელი კლუბი ფლობს, “კუკესის” გადაწყვეტილებით კი მატჩის სიგნალი გასხვისდა კერძო კომპანიაზე.
ეს კომპანია მატჩის ტრანსლირებას თავდაპირველად ყიდიდა 20 000 ევროდ, თუმცა “ტორპედოს” ჩარევის შემდგომ იგი წამოვიდა მოლაპარაკებაზე და სიგნალის 6 000 ევროდ გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ვეცადეთ გაგვეხარებინა გულშემატკივარი და მატჩის ტრანსლაცია პირდაპირი ეთერით შემდგარიყო, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერცერთ ქართულ კომპანიასთან მოლაპარაკება ვერ შედგა… ყველამ უარი განაცხადა ქვეყნის ჩემპიონი და ევროტურნირებზე ერთადერთი (!) ქართული კლუბის ტრანსლაციის ყიდვაზე.
მატჩის დაწყებამდე ჩვენს გვერდზე ბმული განთავსდება, სადაც გულშემატკივარი მატჩის ნახვას შეძლებს.”
შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს, 21:00 საათზე დაიწყება.