მსაჯები “კუკესისკენ” – “ტორპედო” ევროპის ლიგის ფლეი-ოფში გავიდა!
16 აგვისტოს უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის “ტორპედომ” ალბანეთში “კუკესთან” განმეორებითი მატჩი ჩაატარა და ანგარიშით 2:0 დამარცხდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯებმა რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილება მიიღეს, რითაც მატჩის ბედი გადაწყვიტეს. შვეიცარიელმა არბიტრებმა “ტორპედოს” ორი გოლი არ ჩაუთვალეს და “კუკესის” სასარგებლოდ ორი ძალიან საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნეს.
შეხვედრის პირველი გოლი 29-ე წუთზე რეჟინალდომ გაიტანა, მან მსაჯის მიერ დანიშნული საეჭვო თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა. 75-ე წუთზე რეჟინალდომ დუბლი შეასრულა – არბიტრმა კიდევ ერთი საეჭვო პენალტი დანიშნა, მოზამბიკელმა შემტემა კი ისევ გაიტანა – 2:0. ამის შემდეგ, შეხვედრაში არაფერი შეცვლილა – “ტორპედომ” მეტოქე ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა და ევროპის ლიგის ფლეი-ოფში გავიდა, სადაც ქუთაისური გუნდი “ლუდოგორეცი” – “ზრინსკის” წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
“კუკესის” პირველ პენალტი
“კუკესის” მეორე პენალტი
“ტორპედოს” მეორე არჩათვლილი გოლი