ჯანმბულატ თედეევის განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით
რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელმა და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა, ჯამბულატ თედეევმა რამდენიმე დღის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით პირველ არხთან ისაუბრა.
ფოტოზე ჩანს, რომ გენო პეტრიაშვილს, ზურაბ იაკობაშვილსა და გიორგი იანტბელიძეს რუსეთის დროშის ფერებში გაფორმებული მაისური აცვიათ, რომელზეც თედეევია გამოსახული.
“ვითარება მარტივია. ქართველ ბიჭებთან, მოჭიდავეებთან ყოველთვის ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა და ასე იქნება ყოველთვის. არ გვინდა, რომ ჩვენი წმინდა ურთიერთობები პოლიტიკამ ჩააშხამოს. იქ არავითარი პოლიტიკა არ იყო, იქ იყო უბრალოდ ძმობა. არანაირი პოლიტიკა არ შეგვიშლის ხელს, რომ ვიმეგობროთ, ურთიერთობა გვქონდეს და ამ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ. ნუთუ არ გვეყოფა ნეგატივი, რომელიც არსებობს”, – ციტირებს თედეევის სიტყვებს 1TV.GE