“ბორუსია” გერმანელ ფანებში ყველაზე პოპულარულია, “ბაიერნი” – ყველაზე საძულველი
სტაისტიკური მონაცემების გერმანულმა სააგენტომ ფანებს შორის ძალიან საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც კონკრეტული კლუბების მიმართ გულშემატკივართა განწყობილების დაფიქსირებას ისახავდა მიზნად.გამოკითხვაში მონაწილეობა 3 030-მა ფანმა მიიღო.
კვლევის შედეგების თანახმად, დორტმუნდის “ბორუსია” ის კლუბია, რომლის მიმართაც გერმანელი ფანების უმეტესობაა სიმპათიებით განმსჭავლული. გამოკითხულთა 52-მა პროცენტმა აღიარა, რომ “ბორუსია” მოსწონს, 31-მა პროცენტმა ნეიტრალური მხარე დაიჭირა, ხოლოდ 17-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ მოსწონს/სძულს “შავ-ყვითელი” კლუბი.
პოპულარულობის მხრივ მეორე ადგილზე გავიდა “ბაიერნი” – 41 %. თუმცა, ამდენივე ადამიანმა განაცხადა, რომ “რეკორდმაისტერი” არ მოსწონს/სძულს. შედეგად, გერმანელ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად “ბაიერნი” სძულთ.
გულშემატკივარში ნეგატიურ გრძნობებს აღძრავენ შემდეგი კლუბები – “ლაიფციგი” (28 პროცენტს არ მოსწონს/სძულს), “ჰამბურგი” (27 პროცენტი), “შალკე” (25 პროცენტი) და “ვოლფსბურგი” (25 პროცენტი).