ლა ლიგის ყველა კლუბის კაპიტანი მატჩების საზღვარგარეთ ჩატარების იდეას დაუპირისპირდა
ლა ლიგის ოცივე კლუბის კაპიტნები ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციის ერთ ოფისში შეიკრიბნენ, სადაც თავიანთი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინათ ლა ლიგის მფლობელთა უახლესი გადაწყვეტილების შესახებ.
როგორც იცით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ Relevent-თან 15-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, ლა ლიგის მატჩებს ამიერიდან აშშ და კანადა უმასპინძლებს.
გეტყვით იმასაც, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა “რეალის”, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” მატჩებზეა. პირველი მატჩი კი ახალ წლამდე უნდა გაიმართოს.
კაპიტნები მკაცრად განუდგნენ ამ იდეას და გარდა ამისა, გააკრიტიკეს ჩინოვნიკთა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ესპანეთში ზოგიერთი მატჩი ძალიან გვიან ტარდება (როგორც “რეალი” – “ხეტაფე”). ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შეთანხმებას მიაღწევენ ფეხბურთელები და ლა ლიგის დირექტორები.