ლევანდოვსკის გულახდილი ინტერვიუ: რატომ უნდოდა “ბაიერნის” დატოვება?
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას საკმაოდ ბევრი იწერებოდა რობერტ ლევანდოვსკის მადრიდის “რეალში” გადასვლის შესაძლებლობაზე. უახლეს ინტერვიუში პოლონელმა თავდამსხმელმა გაამხილა, თუ რატომ ფიქრობდა წასვლაზე.
“აპრილისა და მაისის თვეებში თითქმის ყველამ მიკბინა. რაც მთავარია, ამ დროის მანძილზე ვერ ვგრძნობდი, რომ კლუბი მიცავდა. იმ მომენტში თავს მარტო ვგრძნობდი.
ორ-სამ მნიშვნელოვან მატჩში ვერ შევძელი გოლის გატანა და ყველა მე მაკრიტიკებდა. ვერ ვამჩნევდი ვერავის, ვინც ჩემს გამხნევებასა და დაცვას ცდილობდა. კლუბის არც ერთ ხელმძღვანელს არ გამოუცხადებია მხარდაჭერა.
მიუნხენში თავს უბედურად ვგრძნობდი. ერთდროულად ძალიან ბევრი რამ მოხდა, კლუბისგან კი ვერანაირ დახმარებას ვგრძნობდი. ამიტომაც მინდოდა, კლუბიდან წასვლა.
ახლა კი, ჩემი გული ისევ “ბაიერნს” ეკუთვნის. ვგრძნობ, რომ ფანებს ვუყვარვარ და ჯერ კიდევ ვჭირდები. ამიერიდან არ ვაპირებ დრო გავფლანგო კლუბის დატოვებაზე ფიქრით,” – განაცხადა პოლონელმა.