“მანჩესტერ იუნაიტედში” ანტონიო კონტეს კანდიდატურას განიხილავენ
ლონდონის “ჩელსიდან” გაქცეული ანტონიო კონტე, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩაუდგეს სათავეში. ვკითხულობთ Football Italia-ს უახლეს გამოცემაში.
როგორც იცით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგაში არც ისე სახარბიელო სტარტი აიღო, დამარცხდა რა პრემიერ ლიგის ახალწვეულ კლუბ “ბრაიტონთან” მეორე ტურში. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ფანების მტრული დამოკიდებულება მოურინიოსადმი.
შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ფეხბურთის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ძალიან დიდია იმის შანსი, რომ “წითელმა ეშმაკუნებმა” პორტუგალიელი სპეციალისტი ზამთარში გაანთავისუფლონ.
რაც შეეხება მოურინიოს სავარაუდო შემცვლელებს, ამ საკითხში ფავორიტად ზინედინ ზიდანი მიიჩნევა, თუმცა საგულისხმოა, რომ ბუკმეკერებმა კონტეს “ოლდ ტრაფორდზე” მისვლის ალბათობა საგრძნობლად გაზარდეს (კოეფიციენტი დღეს 15.0-დან 6.0-მდე დაეცა).
გეტყვით იმასაც, რომ კონტე პოგბას ერთ-ერთი ფავორიტი სპეციალისტია, ისინი ერთად ტურინში 2012-14 წლებში მუშაობდნენ.