“ლივერპულმა” გუნდში აუტების მწვრთნელი მიიყვანა
აუტი ფეხბურთი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და “ლივერპულმა” ამ ტენდენციას შემხვედრი ნაბიჯი შეაგება. მერსისაიდულმა გუნდმა სპეციალური მწვრთნელი დაიქირავა, რომელიც ფეხბურთელებს აუტის მოწოდებაში ავარჯიშებს.
42 წლის დანიელი ტომას გრონემარკი პირველ ეტაპზე კლუბის აკადემიის ბავშვებთან იმუშავებს, ხოლო წარმატებული შედეგების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ის მთავარ გუნდში გადმოიყვანონ.
გრონემარკი აუტიდან ბურთის ეფექტიანად სროლის სასწავლებლად ვიდეოანალიზს იყენებს. მის მეთოდიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აუტის მოწოდებას მოედნის ბოლო მესამედიდან. დანიის უმაღლესი დივიზიონის ორმა გუნდმა გრონემარკის მეთოდის წყალობით გატანილი ბურთების რაოდენობა ოცით გაზარდა. ამ მხრივ განსაკუთებით აღსანიშნავია “მიდტიულანდის” შედეგები:
გრონემარკი ამბობს: “მიდტიულანდმა” დაამტკიცა, რომ ხელით შორ მანძილზე ბურთის ტექნიკურად, ტაქტიკურად და სიზუსტის თვალსაზრისით სწორად სროლის შემთხვევაში, აუტი შესაძლოა, კარგ იარაღად იქცეს”.
“ლივერპულმა” ინგლისის პრემიერლიგის საწყის სამ ტურში ცხრა ქულა მოაგროვა, გაიტანა შვიდი გოლი და კარი მშრალად შეინახა.