“ჩელსიმ” “ნიუკასლი” ბოლო წუთებზე დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მესამე ტურში რაფაელ ბენიტესის “ნიუკასლმა” საკუთარ კედლებში “ჩელსი” მიიღო და საკმაოდ დიდი ბრძოლაც გაუმართა, თუმცა მასპინძლები ძირითადად საკუთარი საჯარიმოდან ებრძოდნენ მეტოქეს – ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 19% – 81%.
მატჩში ანგარიში შეხვედრის 76-ე წუთზე ედენ აზარმა გახსნა თერთმეტმეტრიანიდან, რის შემდეგაც, ჰოსელუმ შეძლო მატჩში წონასწორობის აღდგენა (83′). გადამწყვეტი გოლი კი იედლინმა გაიტანა, ოღონდ საკუთარ კარში (87′).
ასე რომ, პრემიერ ლიგის სამ მატჩში “ჩელსიმ” 9 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით მეორე პოზიციაზე იმყოდფება, “ნიუკასლი” კი 1 ქულით მეთქვსმეტეა. მომდევნო ტურში “ჩელსი” “ბორნმუთს” მიიღებს, “ნიუკასლი” კი “მანჩესტერ სიტის” ეწვევა.
“ნიუკასლი” : დუბრავკა; დუმეტი, კლარკი, შარი (მუტო 79′), ფერნანდესი, იედლინი; მერფი (პერესი 76′), კი, დიამე, რიჩი; რონდონი (ჰოსელუ 62′)
მთავარი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
“ჩელსი” : არისაბალაგა; ასპილიკუეტა, რუდიგერი, ლუისი, ალონსო; კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (ბარკლი 79′); პედრო (ვილიანი 69′), მორატა (ჟირუ 65′), ედენ აზარი
მთავარი მწვრთნელი: მაურიციო სარი