“ტოტენჰემმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარი ფანების თვალწინ გაანადგურა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის ახალი სეზონის მესამე ტური ცენტრალურმა მატჩმა დახურა, სადაც ერთმანეთს მცირა კრიზისში მყოფი “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემი” დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეროე ტაიმში “ტოტენჰემმა” ჟოზე მოურინიოს გუნდი დაშვებული შეცდომებისთვის მწარედ დასაჯა.
შეხვედრაში ანგარიში 50-ე წუთზე ჰარი კეინმა ბრწყინვალე თავური დარტყმით გახსნა, რის შემდეგაც “წითელი ეშმაკუნების” დაცვა კიდევ უფრო აირია. დე ხეას კარში მალევე გავიდა მეორე გოლიც, რომლის ავტორიც ლუკას მოურა გახლდათ. 84-ე წუთზე საბოლოო ანგარიში სწორედ “პარი სენ-ჟერმენის” ყოფილმა მოთამაშემ დააფიქსირა – 0:3.
შედეგად, “ტოტენჰემი” მეოთხე გუნდი გახდა, რომელსაც პრემიერ ლიგის სამი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა უგროვდება. საგულისხმოა, რომ მომდევნო ტურში “სპურსი” ასეთივე შედეგის მქონდე “უოტფორდს” ეწვევა. მე-13 ადგილზე მყოფი “იუნაიტედი” კი “ბარნლის” ესტუმრება.
“მანჩესტერ იუნაიტედი” : დე ხეა; შოუ, ფილ ჯონსი (ლინდელოფი 56′), სმოლინგი, ვალენსია; ფრედი, მატიჩი (ფელაინი 61′), ანდერ ერერა (ალექსის სანჩესი 55′); პოლ პოგბა, ლინგარდი; რომელუ ლუკაკუ
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
“ტოტენჰემი” : ჰუგო ლორისი; ტრიპიერი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი, როუზი; დაიერი, დემბელე; ლუკას მოურა, ექისენი, ალი; ჰარი კეინი
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო