გურამ კაშია: “მე მიყვარს ჩემი ქვეყანა!” (ფოტო)
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია სოციალური ქსელის საშუალებით ბოლოდროინდელ ამბებს გამოეხმაურა. კაშია აცხადებს, რომ სანამ მას საქართველოში ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ის ნაკრებში გამოცხადდება.
როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიის ერედივიზიონის მატჩში მოედანზე ლგბტ დროშის ფერის კაპიტნის სამკალურით გამოვიდა, რასაც საქართველოში საზოგადოების ნაწილი უარყოფითად გამოეხმაურა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უეფა კაშიას “თანასწორი თამაშის” სპეციალურ ჯილდოს გადასცემს. ამის შემდეგ 31 წლის მოთამაშის წინააღმდეგ ახალი უარყოფითი ტალღა აგორდა. “სან ხოსეს” ფეხბურთელმა საკუთარი, ოფიციალური ფეისბუქ გვერდიც წაშალა.
კაშიას მიმართვა სოციალურ ქსელ ინსტაგრამში:
“მე სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისათვის გამოვცხადდები ნაკრებში!”
“ჩემს ფეისბუქ გვერდს ვშლი.”
“მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. მე მიყვარს ჩემი კულტურა. მე ნამდვილად რელიგიური პიროვნება ვარ.”
“არავის აზრს არ ვითვალისწინებ.”
“არაფერს არ ვნანობ.”
“დედამიწაზე ყველაზე ამაყი კაცი ვარ.”
“ჩემს გულშემატკივარს, ვინც მხარში მიდგახართ, ბოდიში და ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისათვის. მიყვარხართ.”