21-წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა. 21-წლამდელებს სექტემბერში ორი თამაში ელით: 7 სექტემბერს სტუმრად ევროშესარჩევ ეტაპზე ლიეტუვასთან, ხოლო 11 სექტემბერს ასევე სტუმრად, ამხანაგურ მატჩში მალტასთან.
ამ შეხვედრებისთვის გია ცეცაძემ 23 ფეხბურთელს უხმო. გუნდი ეროვნული ლიგის 23-ე ტურის შემდეგ თბილისში შეიკრიბება და 3 სექტემბერს გაემგზავრება ლიეტუვაში.
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), გიორგი ჩოჩიშვილი (სიონი), ოთო გოშაძე (დინამო ბთ);
მცველები: გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა ნოზაძე (სიონი), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), დავით კობოური (დინამო თბ), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი), გიორგი თევზაძე (ჟილინა, სლოვაკეთი);
ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიეტუვა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი);
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი).
GFF.GE