ავსტრალიურ კლუბ “მარინერსში” უსეინ ბოლტის დებიუტი შედგა (ვიდეო)
იამაიკელი სპრინტერმა, რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსეინ ბოლტმა ავსტრალიურ საფეხბურთო კლუბ “სენტრალ კოსტ მარინერსში” პირველი შეხვედრა ჩაატარა.
32 წლის სპორტსმენი ამხანაგური მატჩის დაწყებას სათადარიგოთა სკამზე მჯდომი შეხვდა, მოედანზე კი 71-ე წუთზე შევიდა. შეხვედრა “მარინერსის” დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.
ფეხბურთში უსეინ ბოლტის პროფესიულ კარიერაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ავსტრალიურ კლუბთან იამაიკელის კონტრაქტი გუნდის სავარჯიშო პროცესში მონაწილეობას მოიცავს. მხოლოდ რვაკვირიანი საწვრთნელი პერიოდის გასვლის შემდეგ გადაწყდება, გაუფორმებს თუ არა “სენტრალ კოსტ მარინერსი” სრულფასოვან შრომით ხელშეკრულებას უსეინ ბოლტს.
A moment in sporting history is made. @usainbolt, the footballer, steps onto the pitch in Yellow & Navy. ⚡ #CCMFC #ALeague pic.twitter.com/3j9ZuEvTsf
— Central Coast Mariners (@CCMariners) 31 August 2018