“მილანმა” “რომა” ბოლო წამებზე გატანილი გოლით დაამარცხა (ვიდეო)
31 აგვისტოს, იტალიის სერია A-ს მე-3 ტური “მილანსა” და “რომას” შორის “სან სიროზე” გამართული მატჩით გაიხსნა. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
შეხვედრა “მილანის” სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-40 წუთზე რიკარდო როდრიგესის ჩაწოდების შემდეგ ფრენკ კესიემ გახსნა. 59-ე წუთზე, “როსონერის” საჯარიმოში არეულობით ფაზიომ ისარგებლა, რომელმაც დონარუმას კარი აიღო და ანგარიში 1:1 გახადა. ამის შემდეგ გოლი ჯერ გონსალო იგუაინმა გაიტანა, შემდეგ კი სტივენ ნზონზიმ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ გოლები გაუქმდა. მატჩის ბედი 95-ე წუთზე გადაწყდა – გონსალო იგუაინმა იდეალური გადაცემით შეცვლაზე შემოსული პატრიკ კუტრონე დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა, ამ უკანასკნელმა კი გოლი მარტივად გაიტანა და “მილანს” სამი ქულა მოუტანა.
“მილანი” 2:1 “რომა”
გოლები: კესიე 40′, კუტრონე 95′ – ფაზიო 59′
Cutrone’s winning goal for Milan against Roma. Wonderful assist from Higuain [via @TVACM]pic.twitter.com/L9V1m6nLbA
— Milan Eye (@MilanEye) August 31, 2018