“ლივერპულმა” “ლესტერ სიტი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში იურგენ კლოპის “ლივერპული” კლოდ პუელის “ლესტერ სიტის” დაუპირისპირდა. გუნდებმა ნამდვილად დაძაბული და საინტერესო ბრძოლა შემოგვთავაზეს, რომელშიც გამარჯვება “წითლებს” დარჩათ.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა იურგენ კლოპის ბიჭებმა პირველივე ტაიმში შეძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება – ანგარიში შეხვედრის მეათე წუთზე სადიო მანემ გახსნა. ტაიმის მიწურულს კი ფირმინომ ორ ბურთამდე გაზარდა მერსესაიდელთა უპირატესობა.
მეორე ტაიმში “მელიები” უფრო დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 63-ე წუთზე ერთი ბურთის გაქვითვაც შეძლეს, თუმცა სტუმართა კარის დარაჯ ალისონ ბეკერს მეტი გოლი აღარ გაუშვია – 1:2.
ასე რომ, პირველ ოთხ ტურში “ლივერპულს” 12 ქულა უგროვდება, “ლესტერ სიტის” – 6. მომდევნო ტურში “წითლები” “ტოტენჰემს” მიიღებენ, “მელიები” კი “ბორნმუთს” ეწვევიან.
“ლესტერ სიტი” : შმეიხელი; ჩილველი, მაგუაირი, მორგანი, რიკარდო პერეირა; ნდიდი, მენდი; ოლბრაიტონი (იჰეანაჩო 61′), მედისონი, გეზალი; გრეი
მთავარი მწვრთნელი: კლოდ პუელი
“ლივერპული” : ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი (მატიპი 89′), გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი (ნაბი კეიტა 71′), მილნერი; სალაჰი (შაქირი 71′), ფირმინო, მანე
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი