19-წლამდელების სია ცნობილია
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების პროცესში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. გიორგი მიქაძის გუნდი ამჯერად სტუმრად ბოსნიას გაეჯიბრება. შეხვედრები 5 და 7 სექტემბერს გაიმართება.
მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებსაც შეკრებაზე უხმობს:
მეკარეები: დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ);
მცველები: ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ნიკოლოზ გაბელაია (დინამო თბ), არჩილ ბასარია (დინამო თბ), ჯემალ ჯინჯოლავა (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ);
ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (დინამო თბ), ცოტნე ფაცაცია (მერანი), გიორგი ივანიაძე (გაგრა), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), ლაშა ნანობაშვილი (შევარდენი), თამაზ ბაბუნაძე (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლევან გრძელიძე (ლოკომოტივი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი).
სფფ-ის პრესსამსახური