აზარი: “სარის არ უყვარს, როდესაც ბურთს ვაგორავებთ, შეტევას გვთხოვს”
ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ლიდერმა ედენ აზარმა, რომელიც ზაფხულში ძალიან ახლოს იყო “რეალში” გადასვლასთან, აღნიშნა, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” თავს ბედნიერად გრძნობს. ამ უკანასკნელმა მაურიციო სარის სტილის თავისებურებებზეც ისაუბრა.
“ბევრი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ახალი მწვრთნელი და რამდენიმე ახალწვეული გვყავს, ჩვენ ისევ ის “ჩელსი” ვართ. მთავარი ცვლილება ალბათ ის არის, რომ ბურთთან უფრო დიდ დროს ვატარებთ, რაც შეტევისა და გოლის გატანის მეტ შანსს გვაძლევს.
ყველაფერი ძალიან მარტივია, უფრო და უფრო სწრაფად უნდა ვითამაშოთ, რათა წინ წავიწიოთ. მწვრთნელს არ უყვარს როდესაც ბურთს ვაგორავებთ, შეტევას გვთხოვს და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ ამას.
ეს პრემიერ ლიგაა, სადაც ყოველი მატჩი რთულია. მოედანზე პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ, მეტოქე დაიღლება და უფრო ადვილად შევძლებთ გოლების გატანას მატჩის მიწურულს. სწორედ ეს გავაკეთეთ “ნიუკასლთან”, “ბორნმუთთან” და “არსენალთან”. ასე რომ, მთავარი მოთმინებაა,” – აცხადებს აზარი.