გრიზმანი: “თუ ოქროს ბურთს ვერ მოვიგებ, არ ვიცი, მეტი რა უნდა გავაკეთო”
მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა ფრანგულ გამოცემა L’Equipe-ს ინტერვიუ მისცა. ფრანგ თავდამსხმელს შეკითხვები ინდივიდუალურ პრიზებზე, “ოქროს ბურთზე” დაუსვეს.
– არის თუ არა ეს წელი თქვენს კარიერაში საუკეთესო?
– დიახ, ასეა. ყველაზე წარმატებული წელი მაქვს. ბევრი გოლი გავიტანე, მაგრამ გოლების გარდა, ტიტულებიც მოვიგე.
– რას ფიქრობთ ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ფინალისტებზე?
– უცნაურია… ეს ფიფას ჯილდოა, არა? ფიფას ორგანიზებით ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი. ჩვენ თასი მოვიგეთ და სამეულში ერთი ფრანგი ფეხბურთელიც კი ვერ მოხვდა.
– ფეხბურთელებისათვის ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოდ “ოქროს ბურთი” მიიჩნევა? მის მოგებაზე არ ფიქრობთ?
– დიახ, ვფიქრობ, რომ “ოქროს ბურთის” მოგებასთან ახლოს ვარ. ამ ჯილდოს მოგება ნებისმიერი ფეხბურთელისათვის პიკია. ამაზე მაღლა ვერცერთ ინდივიდუალურ ჯილდოს ვერ დავაყენებდი.
– როგორ ფიქრობთ, თქვენ რომ “ოქროს ბურთი” ვერ მოიგოთ, უსამართლობა იქნება?
– უსამართლობა არ იქნება, მაგრამ დამაინტერესებს, მეტი რა უნდა გავაკეთო მოსაგებად. მე ტიტულები მოვიგე და მნიშნელოვანი ფიგურა ვიყავი.
– დაგვისახელეთ ხუთი ფეხბურთელი, რომელსაც “ოქროს ბურთის” მოგების პრეტენდებს შორის მიიჩნევთ…
– მე, პოგბა… არა, ხუთის დასახელება ძალიან რთულია.