რომელმა კლუბმა გამოიმუშავა ყველაზე მეტი ტრანსფერებიდან ბოლო რვა წლის მანძილზე?
შვეიცარიულმა კომპანია Cies Football Observatory-მ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია გავიგოთ, თუ რომელმა კლუბმა გამოიმუშავა ყველაზე მეტი ტრანსფერებიდან ბოლო რვა წლის მანძილზე (2010-დან 2018-მდე).
გასაკვირი არაა, რომ ფეხბურთელების გაყიდვით ყველაზე დიდი თანხა “მონაკოს” ხაზინაში ჩაირიცხა და დამსახურებულადაც – ლიგა 1-ის გიგანტმა ბოლო წლებში არაერთი ვარსკვლავი გვაჩუქა. ამ პერიოდში “მონაკომ” 950 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც ყველაზე მეტია.
ხუთეულში “მონაკოსთან” ერთად შევიდნენ: “ლივერპული” (683 მილიონი), “რომა” (680 მილიონი), “ბარსელონა” (628 მილიონი) და “რეალი” (625 მილიონი).
ბალანსის მხრივ, ყველაზე კარგი მაჩვენებელი ისევ და ისევ “მონაკოს” აქვს. გაყიდულ და ნაყიდ ფეხბურთელებს შორის სხვაობა 288 მილიონი ევრო გახლავთ. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი კი “ქალაქელებს” აქვთ – მინუს ერთი მილიარდი ევრო.