სტოილოვი საქართველოსთან მარცხის შემდეგ: “ომი არ წაგვიგია”
ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა საქართველოს ნაკრებთან გამართულ დაძაბულ მატჩში განცდილი მარცხის მიზეზებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველი მატჩი საქართველოს ნაკრების მშრალი გამარჯვებით (0-2) დასრულდა.
” ძალიან სამწუხაროა, რომ წავაგეთ. ჩვენივე დაშვებული შეცდომების შედეგად გავუშვით გოლები. საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი გოლი გაიტანა. საკუთარ თავში დარწმუნებულები არ ვიყავით, შეტევისას აგრესიულობა გვაკლდა.
საგოლე მომენტების ნაკლებობა იყო. 50-50-ზე იყო თამაში. მეორე ტაიმში ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებდით, ბურთს ვფლობდით, მაგრამ გოლი გავუშვით. სამწუხაროა, შესაფერისად რომ არ მოვემზადეთ.
ვიცოდი, რომ ძალიან რთული მატჩი იქნებოდა, რომელშიც, სავარაუდოდ, დავმარცხდებოდით. იმედი მქონდა, რომ ჩვენს ძლიერ მხარეებს გამოვიყენებდით, ვგულისხმობ კონტრ-შეტევებს. თვითდაჯერებულობა დაგვაკლდა, მომდევნო ჯერზე უკეთ ვითამაშებთ.
რაც შეეხება შანსებს, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. საქართველოს ნაკრები კვლავ ფავორიტად რჩება, თუმცა ომი არ წაგვიგია. ვნახოთ, რა მოხდება,” – განაცხადა სტოილოვმა.