პამელა ანდერსონი ადილ რამის შორდება
პამელა ანდერსონისა და ადილ რამის ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა. უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ პამელა ანდერსონმა “მარსელისა” და საფრანგეთის ნაკრების მოთამაშის მიტოვება გადაწყვიტა.
სანდრო პირის ცნობით, პამელამ და ადილ რამიმ გასული კვირა ერთად გაატარეს, ფეხბურთელის ტყუპ ვაჟებთან ერთად.როგორც ჩანს, პამელა თვლის, რომ რამისა და მის ორ ვაჟს შორის დგას და სწორედ ამიტომაც სურს, ურთიერთობის დასრულება.
51 წლის პამელა ანდერსონმა 32 წლის ადილ რამის სახლი დატოვა და ახლა პარიზში იმყოფება, სადაც “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფრანგულ ვერსიაში იღებს მონაწილეობას.