საქართველოს ნაკრებმა ლატვია დაამარცხა
9 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” ლატვიას დაუპირისდა.
მატჩი საქართველოს ნაკრების აქტიურობით დაიწყო. პირველი რეალური საგოლე შანსი მე-19 წუთზე შეიქმნა, მარჯვენა ფლანგიდან ჩაკვეტაძე სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა, მისი ჩაწოდების შემდეგ ბურთი ვაკო ყაზაიშვილს მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა, თუმცა კარს მცირედით ააცილა. ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია, კანკავამ და კვეკვესკირმა შორეული დარტყმებით სცადეს გოლის გატანა, თუმცა პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები სრულ უპირატესობას ფლობდა. 67-ე წუთზე ჩაკვეტაძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავით კაშიამ ითამაშა, ბურთს მიმართულება კაჭარავამ შეუცვალა და გოლი გაიტანა, თუმცა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 75-ე წუთზე ლატვიელმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში გიორგი ჩაკვეტაძე წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ოქრიაშვილმა ზუსტად შეასრულა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა – 1:0. ამის შემდეგ მატჩში არაფერი შეცვლილა – ვაისის გუნდმა ერთა ლიგაზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცა.
საქართველო : გიორგი ლორია; ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, გიორგი ნავალოვსკი; ჯაბა კანკავა, ნიკოლოზ კვეკვესკირი; თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე; ნიკა კაჭარავა
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი
ლატვია : ვანინსი; მაქსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი; ფერტოვსი, კარასაუკასი, ისაიევსი, ლუკიანოვსი, იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი
მთავარი მწვრთნელი: მიქსუ პაატელაინენი
გოლები: :