“კოლხეთი 1913: “მიხალიოვს გუნდი არ დაუტოვებია – საუბარი ახალ სპონსორზეც მიდის”
ფოთის “კოლხეთი 1913”-ში რუსი მთავარი მწვრთნელი, ვიქტორ დემიდოვი დაბრუნდა და მან გუნდში უკვე მე-3 ვარჯიში ჩაატარა. Fanebi.com კლუბის პრეს-ატაშეს, გია ეჯიბიას დაუკავშირდა და სიახლეებზე კომენტარი თხოვა.
“დიახ, დემიდოვი დაბრუნდა და რამდენიმე ვარჯიშიც გამართა. ნუგზარ თვარაძე ჩვეულებრივად ასისტენტის პოზიციაზე გადაინაცვლებს”.
“ჯერჯერჯობით, “კოლხეთში” სხვა მეტი ცვლილება არ მომხდარა. საუბარი მიდის ახალ სპონსორზე, თუმცა კონკრეტულად ჯერ არაფერი. “კოლხეთში” ვარჯიშობს უკრაინელი მოთამაშე, რომელიც სამწვრთნელო შტაბის მოწონების შემთხვევაში, გუნდს ოფიციალურად დაემატება”.
“არა, ილია მიხალიოვს ფოთი ნამდვილად არ დაუტოვებია. მას ტრავმა აქვს და მხოლოდ მსუბუქი ვარჯიშით შემოიფარგლება. ინექციის გამოყენებით, მიხალიოვს შეუძლია დღესვე ითამაშოს, თუმცა ეს მიზანშეწონილი არ არის.”
“გუნდი ჩვეულ რიტმში ემზადება შემდეგი შეხვედრისთვის”, – განაცხადა Fanebi.com-თან გია ეჯიბიამ.
“კოლხეთი” 16 სექტემბერს სტუმრად 18:00 საათზე “რუსთავს” დაუპირისპირდება.