ჟირუმ საფრანგეთის ნაკრების ბომბარდირთა სიაში ზიდანს გადაასწრო
ცხრა სექტემბერს ერთა ლიგის ეგიდით საფრანგეთისა და ჰოლანდიის ნაკრებ გუნდებს შორის ძალიან საინტერესო დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ფრანგებს დარჩათ (2:1).
აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლის გატანა ოლივიე ჟირუმ შეძლო და ამის წყალობით საფრანგეთის ნაკრების ბომბარდირთა სიაში ზინედინ ზიდანს გადაასწრო (31). ასე რომ, ამიერიდან “ჩელსის” შემტევი მეოთხე ადგილზეა 32 გოლით.
სიაში მესამე ადგილს დავიდ ტრეზეგე იკავებს, რომლის ანგარიშზეც 34 გოლია, მეორე მიშელ პლატინია 41 გოლით. რეკორდსმენი კი საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ლეგენდა ტიერი ანრი გახლავთ (51).
32 – Olivier Giroud has scored his 32th goal for France, overtaking Zinedine Zidane (31) and becoming the only 4th best goalscorer in France national team's history. Deliverance. #FRANED pic.twitter.com/QQzyBj5HtB
— OptaJean ⭐⭐ (@OptaJean) September 9, 2018