“ლივერპული” უძლეველია ! “წითლებმა” ამჯერად “ტოტენჰემი” დაამარცხეს (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეხუთე ტური ცენტრალური მატჩით გაიხსნა – ლონდონის “ტოტენჰემმა” საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გაუმართა მერსესაიდულ “ლივერპულს”. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი სტუმრების სისწრაფემ და ტექნიკურობამ გადაწყვიტა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი რეალური მომენტი მოჰამედ სალაჰს შეექმნა, რომელსაც მეოცე წუთზე ვორმმა აჯობა. “წითლებს” გოლის გასატანად კიდევ ოცი წუთი დასჭირდათ: ვეინალდუმმა შეხვედრის 39-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შექმნილი ქაოსით ისარგებლა და თავური დარტყმით გახსნა ანგარიში.
მეორე ტაიმში სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ორივე გუნდი უტევდა, თუმცა “ლივერპულელთა” იერიშებს ჰქონდათ ის სიზუსტე, რაც “დეზებს”, კონკრეტულად კი ლუკას მოურასა და ჰარი კეინს აკლდათ. შეხვედრის 54-ე წუთზე რობერტო ფირმინომ მეტოქის კარი დალაშქრა. საბოლოო ანგარიში კი ერიკ ლამელამ დააფიქსირა მატჩის მესამე დამატებულ წუთზე – 1:2.
ასე რომ, პრემიერ ლიგის ხუთი ტურის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდს 15 ქულა უგროვდება და ჯერჯერობით პირველ ადგილზეა, “სპურსი” კი ცხრა ქულით მეხუთეა. მომდევნო ტურში “ლივერპული” “საუთჰემპტონს” მიიღებს, ხოლო “ტოტენჰემი” “ბრაიტონს” ეწვევა.
“ტოტენჰემი” : ვორმი; როუზი, ვერტონგენი, ალდერვაირელდი, ტრიპიერი; დემბელე (ლამელა 60′); უინკსი, დაიერი, ერიქსენი; ჰარი კეინი, ლუკას მოურა
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
“ლივერპული” : ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი; მილნერი, ვეინალდუმი, კეიტა; სალაჰი, ფირმინო (ჰენდერსონი 74′), მანე
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი