“ბარსელონამ” “რეალ სოსიედადთან” ქამ-ბექი შემოგვთავაზა (ვიდეო)
ესპანეთის ლა ლიგის მეოთხე ტურში კატალონიის “ბარსელონა” თავისთვის ძალიან უხერხულ მეტოქეს, “რეალ სოსიედადს” ეწვია. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კატალონიელებმა მატჩის პირველი ნახევარი სრულად ჩააგდეს. ეს ყოველივე კი ანგარიშზეც აისახა, პირველი ტაიმი მასპინძლებმა ელუსტონდოს მიერ მეთორმეტე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგეს.
შეხვედრის მეორე ნაწილის მიმდინარეობისას “ანოეტაზე” შეკრებილმა ფანებმა სულ სხვა “ბარსელონა” იხილეს. სუარესისა (63′) და უსმან დემბელეს (66′) გოლების წყალობით “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ქამ-ბექი შემოგვთავაზეს და კვლავაც უდანაკარგონი არიან მიმდინარე სეზონში.
ასე რომ, ოთხი მატჩში დაგროვებული 12 ქულით “ბარსელონა” პირველ პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში, “რეალ სოსიედადი” 4 ქულით მეათეა.