სპალეტი: “ვამაყობ, “ინტერი” ჩემპიონთა ლიგაზე რომ დავაბრუნე”
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მილანის “ინტერი” ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა. ლუუჩიანო სპალეტის გუნდი ჯგუფში “ბარსელონასთან”, “ტოტენჰემთან” და “პსვ”-სთან ერთად მოხვდა. “სპურსთან” მატჩამდე სპალეტიმ პრესასთან ისაუბრა.
“არ ვაპირებ იმ ფაქტის დამალვას, რომ ამაყი ვარ ასეთი მასშტაბების მქონე კლუბი თავის კუთვნილ ადგილზე, ჩემპიონთა ლიგაზე რომ დავაბრუნე. ამდენი წლის შემდეგ აქ თამაში განსაკუთრებუი რამ იქნება. ვფიქრობ, ეს ყველაზე ძლიერი კლუბია, რომელიც მყოლია.
ჩემპიონთა ლიგა ისეთი რამ არის, რასაც ვერაფერი შეგიცვლის. ამ ტურნირზე თამაშისას შენ ნამდვილად მშვენიერ გრძნობებს, ემოციებს ეუფლები. როდესაც ერთხელ მაინც განიცდი ამას, უმისოდ ვეღარ გაძლებ.
საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და ინიციატივა ხელში უნდა ავიღოთ. ისინი ძალიან ბევრ ძლიერ იარაღებს ფლობენ. თუმცა “ინტერს” ყველა წინაპირობა აქვს პირველობისთვის ბრძოლისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად,” – აცხადებს სპალეტი.