მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ ვარჯიშზე მაქსიმ ავუჯასთან შეჯახების შემდეგ ფეხის ტრავმა მიიღო.
გორეცკამ სავარჯიშო მოედანი მალევე დატოვა ექიმების დახმარებით.
წინასწარი ცნობით, ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა დაბრუნების თარიღი უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ავუჯა მე-2 გუნდიდან რაფინიას ტრავმის გამო დააწინაურეს და დღეს გორეცკას დაზიანების მიღებაში “დაეხმარა”.