მაურისიო პოჩეტინიო ჟურნალისტებს: “თქვენი აზრით, 13 ან 14 ფეხბურთელი უბრალოდ ნაგავია”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინიომ “ინტერთან” 2-1 წაგების შემდეგ პირველი და საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა. “დეზები” 85-ე წუთამდე მინიმალური ანგარიშით იგებდნენ, თუმცა იკარდიმ და ვესინომ 4 წუთში 2 გოლი გაიტანეს და ინგლისელებს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინეს.
“ტრიპიემ და ალდერვეირელდმა “უოტფორდისა” და “ლივერპულის” წინააღმდეგ ითამაშეს. გასაოცარია, ეს არის შეკითხვა, ასეთი ადვილი? თქვენ იცით, მარტივი სამიზნე. ადვილია, ისაუბრო იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც აქ არ არიან. მე ვფიქრობ, უნდა ვისაუბროთ ფეხბურთზე, რადგან თქვენ იცით, თქვენ მაიძულებთ რაიმე ცუდის თქმისკენ. თქვენ პატივს არ სცემთ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს უკეთესები იყვნენ ოპონენტებზე.”
“რატომ აყენებთ შეურაცხყოფას მათ, ვინც მოედანზე არ იყო? თქვენ შეგიძლიათ დამადანაშაულოთ და მითხრათ, რომ ძალიან, ძალიან, სულელი იყავით, როდესაც ეს 11-ეული გამოიყვანეთ, მაგრამ, გთხოვთ, პატივი სცეთ მოთამაშეებს. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა – ტრიპიე, ტობი… ჩვენ 25 ფეხბურთელი გვყავს. და როდესაც გჯერათ და ხანდახან ისე იქცევით, თითქოს მხოლოდ 11 კაცს შეუძლია თამაში და 13 ან 14 უბრალოდ ნაგვები არიან. ბოდიში, თუმცა მე იმედგაცრუებული ვარ, მე ვარ კაცი, რომელიც მხარს გიჭერთ თქვენ და ფეხბურთელებს.”
“როცა ჩემი გადასაწყვეტია რა გუნდი გამოვიყვანო, თქვენ პატივი უნდა სცეთ ამას, რადგან მწვრთნელი ვარ. არ ვიცი, ვერ ვიგებ, თქვენ ძალიან კეთილი ხალხი ხართ, მაგრამ კვლავ ვერ ვიგებ რატომ. რატომ? ფეხბურთელობა საკმაოდ რთულია და მათი ასეთი განსჯით, უბრალოდ კლავთ ყველაფერს. ეს არასამართლიანია”, – უთხრა პოჩეტინიომ ჟურნალისტებს.
მარცხის მიუხედავად, მაურისიო ამტკიცებდა, რომ ეს “სპურსის” საუკეთესო პერფორმანსი გახლდათ.
“თამაში და ანგარიში ტაბლოზე სულ სხვა რამეზე მეტყველებენ და ვფიქრობ, ყველა მეთანხმება. 86-ე წუთამდე “ინტერს” შანსი არ მივეცით. გუნდმა უბრალოდ მეტი დაიმსახურა და რას ვიზამთ, ყოველთვის ფორტუნა ჩვენ მხარეს არ არის”, – დასძინა მენტორმა.
კირან ტრიპიეს და ტობი ალდერვეირელდის ნაცვლად დღეს ორიე და დავინსონ სანჩესი ირჯებოდნენ. კირანი და ტობი “მამლებს” იტალიაში გაურკვეველი “ტექნიკური მიზეზების” გამო არ გაყვნენ.
.