მოურინიო: “ფედერერი მისთვის უხერხულ საფარზეც იმარჯვებს, ჩვენც უნდა მოვიგოთ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თავის ფეხბურთელებს აფრთხილებს, რომ ქულების დაკარგვის გასამართლებლად “იანგ ბოიზის” სტადიონზე არსებული მინდვრის ხელოვნური საფარი არ გამოადგებათ.
“არ მინდა ხელოვნურ საფარზე ვსაუბრობდე, განსაკუთრებით მატჩის დაწყებამდე, როგორც ჩვენი ცუდი თამაშის გასამართლებელ მიზეზზე. ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ.
შვეიცარიაში ვართ, დიდებული ჩოგბურთელების სამშობლოში. ფაქტია, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს (როჯერ ფედერერი) თავისი რჩეული კორტი აქვს, თუმცა ის სხვა სათამაშოდ მისთვის უხერხულ საფარზეც იმარჯვებს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. ფაქტი, რომ მადრიდის “ატლეტიკო”, ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი გასულ წელს ჯგუფში ჩარჩა, ნათლად მეტყველებს, თუ რაოდენ დიდი რისკის ქვეშაა თითოეული კლუბი,” – აცხადებს მოურინიო.