ალეგრი: “რონალდუს გაგდებამ წაგების დიდი რისკის წინაშე დაგვაყენა”
ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “ვალენსია” “მესტალიაზე” დაამარცა. “ბებერი ქალბატონის” დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმ მატჩის შემდეგ რამდენიმე საინტერესო ფაქტორზე ისაუბრა.
“ძალიან კარგად ვთამაშობდით რონალდუ გაგდებამდე და საბედნიეროდ, ასევე გავაგრძელეთ ამ ეპიზოდის შემდეგაც. რონალდუს წითელი ბარათი დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის, მაგრამ მაინც შევძელით ორი გოლის გატანა. “მესტალიაზე” თამაში ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, რადგანაც ფანები “ვალენსიას” პირველი წუთიდან ბოლომდე უდიდეს მხარდაჭერას უცხადებდნენ.
ვფიქრობ, ფეხბურთელებმა დღეს ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთეს, ზედმიწევნით შეასრულეს ჩემი დავალებები. ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით და წარმატებულად დავიცავით ეს სამი ქულა.
რაც შეეხება რონალდუს ეპიზოდს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვიდეორეფერი სიტუაციას რადიკალურად შეცვლიდა. ჩემპიონთა ლიგის მატჩში ათი კაცით დარჩენა ასეთი შემთხვევის გამო ნამდვილად იმედგაცრუების მომტანია. ამით ჩვენ წაგების რისკის წინაშე ვიდექით,” – აცხადებს მასიმილიანო ალეგრი.