მოურინიო: “ფენომენალურად არ გვითამაშია, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა”
ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონი ჟოზე მოურინიოს “მანჩსტერ იუნაიტედმა” შვეიცარიული ტესტით დაიწყო, რომელიც “წითელმა ეშმაკუნებმა” წარმატებით ჩააბარეს (“იანგ ბოიზი” 0-3 “მანჩესტერ იუნაიტედი”).
“სამუშაო შესრულებულია. ფენომენალური თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ საკმარისად კარგად წარმოვაჩინეთ თავი. პირველი გოლის შემდეგ ყველაფერი ჩვენი კონტროლის ქვეშ მოექცა. ამის შემდეგ, გოლების გატანა უბრალოდ დროის ამბავი იყო.
ჩავთვალე, რომ პოლ პოგბა ცოტათი დაღლილი იყო მატჩის მიწურულისკენ, მაგრამ ის უდიდესი კლასის მქონე მოთამაშეა. მან კლუბს ის მისცა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გვჭირდებოდა. ყველაფერი მშვენივრად გააკეთა.
დალოტო დღესდღეობით ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალირო მცველია, მას “იუნაიტედში” თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად მთლი ცხოვრება აქვს,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.