“დილა” და რიბეირო ერთად შეუჩერებლები არიან – სოსიაშვილმა ცუდად დაიწყო
ეროვნული ლიგის 25-ე ტურის დღის ბოლო შეხვედრაში გორის “დილამ” 2-0 მოუგო “რუსთავს”. ანგარიში მე-14 წუთზე კილასონიას ავტოგოლით გაიხსნა, 25-ე წუთზე კი რიბეირომ პენალტით ორამდე გაზარდა გორელთა უპირატესობა. შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა და მასპინძლებმა 2-ბურთით გაიამარჯვეს. 23 წლის რიბეირო 2 თავით მაღლა დგას მოწინააღმდეგეებზე და მისი გაჩერება პრაქტიკულად შეუჩერებელია.
“დილას” 45 ქულა გაუხდა და “ჩიხურას” 7 ქულით გაუსწრო, “ტორპედო” 2-ვე გამოტოვებული მატჩის მოგების შემთხევაშიც, მხოლოდ 2 ქულამდე შეამცირებს სხვაობას. “რუსთავს” 27 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა.
დილა 2-0 რუსთავი
გოლები: კილასონია 14 (ავტოგოლი), ლეანდრო რიბეირო 25
დილა: გუგეშაშვილი – გრიგალაშვილი, გადრანი, სანტოსი, სუხიაშვილი – რაზმაძე, ლემპტი (გოგუა 61), ნონიკაშვილი (რაჟამაშვილი 83), ქავთარაძე (კორიფაძე 79) – კოვტალიუკი, რიბეირო
მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
რუსთავი: სეფიაშვილი – კაპანაძე, ბუგულოვი, კილასონია (კვირკვია 46), გადრანი, ჩუკურა – კირკიტაძე, (ჩოგაძე 46) პაპავა, თარხნიშვილი – მარცვალაძე, ლობჯანიძე (ციცქიშვილი 77)
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი