ეროვნული ლიგა 2: “შუქურა”, “დინამო” დამაჯერებლად, “თელავი”, “შევარდენი” ბრძოლაში
ეროვნული ლიგა 2-ის 25-ე ტურის შეხვედრებში საინტერესო ანგარიშები დაფიქსირდა. “სამგურალმა” უმძიმესი ბრძოლა გაუმართა “თელავს” და საბოლოოდ მაინც, 2-3 დამარცხდა. “შევარდენმა” 1-0 მოუგო გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ “ვიტ ჯორჯიას”. ანგარიში 41 წუთზე გოგიტა გოგატიშვილმა გასხნა, 64-ე წუთზე “ვიტ ჯორჯიას” მეკარემ, ჯონი შეროზიამ პენალტი ვერ გამოიყენა და შემდეგ აღარაფერი შეცვლილა. შედარებით მარტივი გამარჯვებები მოიპოვეს “შუქურამ” და “ნორჩი დინამომ”. “შუქურამ” გიორგი ჩელებაძის დუბლით და დოს რეის რამოსის ბურთით სძლია “გაგრას”, “მერანი” კი ავთანდილ შენგელიას შეგირდებთან დამარცხდა.
ნორჩი დინამო 2-1 შუქურა
გოლები: ბერიაშვილი 20, ბოლქვაძე 74 – ხინთიბიძე 89
შუქურა 3-1 გაგრა
გოლები: დოს რეის რამოსი 15, ჩელებაზე 18/78 (პენალტი) – გაფრინდაშვილი 7
სამგურალი 2-3 თელავი
გოლები: ლაღიზე 17, ჩხეტიანი 80 – გოგოლიძე 14/35, ხარებაშვილი 65
წითელი ბარათი: ხარებაშვილი 90+
შევარდენი 1-0 ვიტ ჯორჯია
გოლი: გოგატიშვილი 41
შენიშვნა: 64 წუთზე შეროზიამ პენალტი ვერ გამოიყენა.