“ჩიხურამ” “სამტრედია” გაბედავას დუბლით დაამარცხა
საჩხერის “ჩიხურამ” “სამტრედია” გიორგი გაბედავას დუბლით 2-0 დაამარცხა. “ჩიხურამ” ამ გამარჯვებით წაგებათა 4 მატჩიანი სერია შეწყვიტა და “დილასთან” სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. “სამტრედია” 13 ქულით კვლავ მე-9 პოზიციაზეა და ახლა უკვე მხოლოდ 1 ქულით უსწრებს “კოლხეთს”. თავის მხრივ, გაბედავა წინ გაიჭრა ბომბარდირთა დავაში და უახლოეს მდევრებს 3 ბურთით გაუსწრო.
ჩიხურა 2-0 სამტრედია
გოლები: გაბედავა 56/86
ჩიხურა: ჰამზიჩი – ჩიტეიშვილი, კაკუბავა, მირცხულავა, მეგრელიშვილი – ბუღრიძე (კახაბრიშვილი 86), დობროლოვსკი, ჩიკვაიძე, ლექვთაძე (სარდალიშვილი 54) – მარკოზაშვილი (ჩიხლაძე 84), გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
სამტრედია: კუპატაძე – გოგიაშვილი, ფატიჩი, ჯგერენაია, გურული – კერძევაძე, ლიპარტია, კოშმანი (მესიაჩენო 46), ხაბეიშვილი (მანჯგალაძე 90), გორელიშვილი (ერისთავი 57)- ტუღუში
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია