ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებით, პოლ პოგბა “მანჩესტერს” ვეღარ უკაპიტნებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, პოლ პოგბას განუცხადა, რომ ის კაპიტნის სამკლავურს ვეღარ გაიკეთებს. პოგბამ “ვულვზის” წინააღმდეგ ფრედის შესანიშნავი ასისტი გაუკეთა, თუმცა მოუტინიოს საპასუხო გოლის მომენტში თავისი წვლილიც დაიდო.
მოურინიომ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “ეს არის ძირითადი კანონი ფეხბურთის, შენ უნდა გამოავლინო შენი მაქსიმუმი და მაქსიმალურად უნდა იყო კონცეტრირებული. როდესაც სუსტ ლიგაში მხოლოდ 20%-ით თამაშობ და მაინც იგებ, ეს სრულიად სხვა საკითხია და ჩვენ ყველამ ვიცით”.
პოგბამ ჟურნალისტებთან მოუს სათამაშო სტილი დაიწუნა: “ჩვენ სახლში ვთამაშობთ და უკეთესად უნდა ვითამაშოთ “ვულვზთან”. ჩვენ უნდა შევუტიოთ. ვფიქრობ, გუნდები შეშინებულები არიან, როდესაც “მანჩესტერი” უტევს და კლუბის ძირითადი შეცდომაა დაცვითი სტრატეგიის არჩევა. შესაძლოა, საერთო მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებს, თუმცა “ოლდ ტრაფორდზე” ნებისმიერ გუნდთან პირველი ნომერი უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ფრანგმა.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, “მგლებთან” მატჩის შემდეგ პირველ ვარჯიშზე განსაკუთრებულმა კაცმა პოლს საბოლოოდ უთხრა, რომ მისი მწვრთნელობის პერიოდში, ის გუნდს ვეღარ უკაპიტნებს. ჟოზეს აზრით, მას საკმარისი ტემპერამენტი არ აქვს და მენტორის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ ვინ არის პირველი გუნდში.
პოგბა ანტონიო ვალენსიას არყოფნის დროს “ლესტერთან”, “ბრაიტონთან” და “იანგ ბოიზთან” გახლდათ კაპიტანი. შესაძლოა, მწვრთნელთან უთანხმოებამ “ეშმაკების” დატოვებისკენ უბიძგოს.