ტოტი სპალეტისთან ჩხუბზე: “გასახდელში ოთხი ფეხბურთელი გვაშველებდა”
“ჯალოროსის” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ლუჩიანო სპალეტისთან ჩამოვარდნილ უთანხმოებაზე ისაუბრა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა. შეგახსენებთ, რომ საქმე “ტორინოსთან” გამართულ მატჩს ეხება, რომელშიც ტოტიმ დუბლი გაიფორმა.
“როდესაც გასახდელში ბოლო ფეხბურთელი შემოვიდა, სპალეტიმ კარი მაშინვე მიხურა, მიაჯახუნა და ყვირილი დაიწყო. ჩემი გასახდელი ყველაზე შორსაა გასასვლელთან, დანიელ დე როსისა და ფლორენცის გვერდით ვიყავი.
ვერც კი გავიაზრე, ისე ჩამოვარდა უეცრად სიჩუმე… როდესაც თავი ავწიე, სპალეტის სახეს შევეჩეხე, რომელიც რამდენიმე სანტიმეტრით იყო შორს ჩემგან. მე მელოდებოდა – “საკმარისია, ყელში ამომივიდა, ლიდერად მოგაქვს თავი, მაგრამ უბრალოდ უნდა წახვიდე. ბანქოს თამაშს აგრძელებ, მიუხედავად იმისა, რომ აგიკრძალე. ყველაფერი დასრულებულია.
ეს ყველაფერი მან, რაც შეეძლო, ხმამაღლად თქვა. ეს ბოლო ჩხუბი იყო ჩვენს შორის, თავი დავკარგე და ოთხ ფეხბურთელს მოუწია ჩვენი გაშველება. ამის შემდეგ ჩვენს ურთიერთობას წერტილი დაესვა.
როდესაც დამშვიდდა, პრესკონფერენციაზე გავიდა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლი მე გავიტანე, ყველაფერი გუნდის დამსახურება იყო და არა ჩემი,” – ვციტირებთ ტოტის სიტყვებს.